ქ.რუსთავის კერძო სკოლა "მილენიუმი” 2000 წლიდან ფუნქციონირებს.
იგი დაფუძნებულია შპს ”ნ და ნ 2000”–ის მიერ.

აწმყო – ყოველდღიური სიახლეებით სავსე,
მომავალი – დაგეგმილი.
სკოლა ”მილენიუმი” ორიენტირებულია მცირეკონტინგენტიან კლასებზე. სკოლის მიზანია, ყოველდღიურად შეფასდეს თითოეული მოსწავლის ცოდნის დონე და მიღწეულ იქნეს ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი მოთხოვნა.
სკოლა ”მილენიუმში” გაძლიერებულია ინგლისური ენისა და მათემატიკის სწავლება. ინგლისური ენა ისწავლება პირველი კლასიდან, ხოლო რუსული ენა – მეორე კლასიდან.
სკოლა ”მილენიუმში” შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ თითოეული მოსწავლე ჩამოყალიბდეს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელ თავისუფალ პიროვნებად.
”ამ სკოლით უნდა ამაყობდეს ქალაქი” – ბრძანა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში დებორა ბარნს ჯონსმა და შთაბეჭდილებათა წიგნში აღფრთოვანებულმა ჩაწერა: ”მოხიბლული ვარ ამ სკოლის პედაგოგებითა და მოსწავლეებით, რომლებიც თავიანთი ნიჭით და განათლებით გამოირჩევიან”.